საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეა არაერთი ჯგუფური გამოფენის,ქონდა პერსონალური გამოფენა ფერწერა,კერამიკის თემით. მისი ნამუშევრები არის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.აქტიურ მუშაობას ეწევა შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობაში.
»
ა ქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი
1989-1995 წწ-ში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში,მონაწილეობდა სტუდენტურ გამოფენებში 2000-2016წწ-ში აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებსა და Workshop-ებში.მუშაობს აბიტურიენტებთან. აგრეთვე არის ხატვის წრის ხელმძღვანელი და ხელოვნების სტუდიაში ხატვა-კერამიკის პედაგოგი. აქტიურად მუშაობს ინტერიერისა და ექსტერიერის კედლის მხატვრობაზე. 2018 წელს ქონდა პერსონალური გამოფენა ფერწერა,კერამიკის თემით. არის შრომისმოყვარე და პოზიტიური 2018 წელს დაიწყო ონლაინ პროგრამა-ხატვა დამწყები მხატვრებისთვის
»
ხატვის სურვილი ბევრს აქვს,ნებისმიერი ასაკის,სქესის და პროფესიის სადამიანს,მაგრამ არცკი უცდია,იქნებ ეს შეგიძლიათ? ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ ხატვის პროცესი რა სასიამოვნო და შვების მომგვრელია,შედეგი ხო საერთოდ! დღევანდელი ჩვენი გარემო პირობების გამო ბევრი ადამიანია დაღლილი სულიერად და ფიზიკურად,დეპრესია,ნეგატივი უხვადაა ჩვენში, რათქმაუნდა სხვადასხვა საშუალებებით უმკლავდებიან ადამიანები ამას,ეს ერთ-ერთი ხატვაა-სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად! თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ალბათ როგორც კი ფანქარს,ფუნჯს აიღებთ ხელში,გაეთიშებით სამყაროს,ჩაიხედავთ თქვენს სულში,გადახედავთ შინაგან დაფარულ ფერადოვნებას და რაც იქ დაგხვდებათ გადმოიტანოთ რიალობაში,ფურცელზე ეს დიდი ემოციაა! განთავისუფლდეთ და იმუშაოთ,იგიჟოთ (ფურცელზე) მხოლოდ თქვენი სურვილით,რაც გინდათ,როგორც გინდათ,სადაც გინდათ,რა ფერიც გინდათ ის იხმაროთ.ნელ-ნელა როგორ გავიწყდებათ ყველაფერი,როგორ იცლებით,თავისუფლდებით და მსუბუქდებით.ხედავთ როგორ იხვეწება თქვენი ნამუშევარი უკვე ნასწავლი დეტალების გამოყენების შედეგად და ბოლოს სიხარულის აუღწერელი ემოცია,ტკბობა-,,ნუთუ ეს მე შევძელი"... დიახ! თქვენ ამას შეძლებთ! ვისაც უყვარს სიცოცხლე,სილამაზე,ოცნება,სიყვარული,რომანტიკა,თავისუფლება ხატვა სწორედ მათთვისაა! თქვენ აღმოაჩენთ თქვენს თავში კიდევ ერთ ჰობს და არ არის გამორიცხული- შემოქმედსაც!!! მაშ ნუღარ ყოყმანობთ კიდევ ერთხელ გაოცეთ საკუთარი თავიც და ახლობლებიც თქვენი შესაძლებლობებით. იქნებ სწორედ ეს არის თქვენი მოწოდება და საქმე?! მანჩო მზად არის თქვენთან ერთად ხატოს!
»
როგორ ვისწავლოთ ხატვა
ონლაინ პროგრამა ხატვა დამწყები მხატვრებისთვის
1
პირველი ეტაპი
2 კვირიანი უფასო პროგრამა- მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები,რამდენად შეგიძლიათ ხატვა და მოემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
2
მეორე ეტაპი
3 თვიანი პროგრამა-გაცნობა ხატვის ტექნიკური მხარეების,აგება,პერსპექტივა,შუქჩრდილი,პროპორცია,ფერთა გამა,ტონალობები.
3
მესამე ეტაპი
5 თვიანი პროგრამა-სხვადასხვა კომპოზიციების შესრულება ფერში სხვადასხვა მასალით, პროგრამის ბოლოს ინტერნეტ გამოფენა.
»
საცოდავია მოწაფე, რომელიც მასწავლებელს არ აღემატება. ყმაწვილმა პირველად უნდა ისწავლოს პერსპექტივა, მერე საგანთა ზომა, კარგი ოსტატების ნახატები, ნატურა, სხვა ოსტატთა ტილოები, დაბოლოს, უნდა მიეჩვიოს ყოველი ჩანაფიქრის პრაქტიკულად განხორციელებას.
»
»
გაოფენა 2018
»
კედლის მხატვრობა
მოხატული აქვს თბილისის ბატუტუს ცენტრი,აგრეთვე არაერთი კაფე და საცხოვრებელი ობიექტი, სხვადასხვა გასართობი ცენტრების ინტერიერი და ექსტერიერი და ა.შ.